სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების დოქტორანტთა მესამე სამეცნიერო კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ
ვბრძანებ:
1. კონფლიქტების ანალიზისა და მართვის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის მეექვსე სემესტრის დოქტორანტ კახა ფუტკარაძის III სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 16 დეკემბერს, 11:00 საათზე.
კომისიის შემადგენლობა:
1) რევაზ ჯორბენაძე - ინტერდისციპლინური მიმართულების პროფესორი
2) ზურაბ აბაშიძე - ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი
3) ალექსანდრე კუხიანიძე - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორი
4) თეონა მატარაძე. - ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი
5) ვახტანგ მაისაია - მოწვეული ლექტორი, დოქტორი
2. პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დამთავრების კანდიდატ ანა წითლიძის III სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 19 დეკემბერს 20:00 საათზე.
კომისიის შემადგენლობა:
1) მალხაზ მაცაბერიძე - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორი
2.) ზვიად აბაშიძე - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასოცირებული პროფესორი
3) სალომე დუნდუა - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასოცირებული პროფესორი
4) თამარ ქარაია - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასისტენტ პროფესორი
5) ალექსანდრე სვანიშვილი - მოწვეული ლექტორი, დოქტორი
3. სოციოლოგიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის მერვე სემესტრის დოქტორანტ რატი შუბლაძის III სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 22 დეკემბერს, 11:00 საათზე.
კომისიის შემადგენლობა:
1) ამირან ბერძენიშვილი - სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების პროფესორი
2) მალხაზ მაცაბერიძე - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორი
3) გიორგი გოგსაძე - საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების პროფესორი
4) ნინო დურგლიშვილი - სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის ასოცირებული პროფესორი
5) ემზარ ჯგერენაია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დარგის სპეციალისტი
4. დაცვა შედგება ონლაინ პლატფორმა “ZOOM”-ის გამოყენებით.
5. ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.